იაპონიის მთავრობის წევრები პეკინის ოლიმპიადას არ დაესწრებიან
პარასკევს იაპონიის მთავრობამ განაცხადა, რომ მინისტრები და მაღალჩინოსნები 2022 წლის პეკინის ზამთრის ოლიმპიადას არ დაესწრებიან.
ზამთრის ოლიმპიადაზე იაპონიიდან მხოლოდ ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგელები ჩავლენ.
იაპონიამ ამ გადაწყვეტილებას დიპლომატიური ბოიკოტი არ უწოდა, თუმცა, რეალურად ეს ბოიკოტია.
პეკინის ოლიმპიადას დიპლომატიური ბოიკოტი უკვე გამოუცხადეს ამერიკამ, კანადამ, ბრიტანეთმა, ავსტრალიამ და ლიეტუვამ.
"იაპონიას სჯერა, რომ ჩინეთში თავისუფლება, ადამიანის ძირითადი უფლებები და კანონის უზენაესობა დაცული უნდა იყოს," - თქვა ქვეყნის მთავრობის წევრმა ჰიროკაძუ მაცუნომ.
ცოტა ხნის წინ იაპონიის პრემიერ-მინისტრმა ფუმიო კაშიდამ თქვა, რომ ის არ გეგმავს პეკინის ზამთრის ოლიმპიადაზე დასწრებას.