იაპონიაში შინზო აბეს მკვლელობაში ბრალდებულს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს

ქალაქ ნარაში სასამართლომ იაპონიის ყოფილი პრემიერმინისტრის, შინზო აბეს მკვლელობაში ბრალდებულ, 45 წლის ტეცუი იამაგამის სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა.

ჩაშლილად: იამაგამიმ დანაშაული აღიარა, ხოლო სასამართლომ პროკურატორის მოთხოვნა დააკმაყოფილა.

  • პროკურატურის წარმომადგენლებმა მკვლელობას "უპრეცენდენტო დანაშაული" უწოდეს.

  • "ყველაფერი სიმართლეა. არ არსებობს არანაირი ეჭვი, რომ მკვლელობა მე არ ჩამიდენია". - განაცხადა ტეცუიმ.

წინარე ისტორია: შინზო აბეზე თავდასხმა ქალაქ ნარაში 2022 წლის 8 ივლისს მოხდა, როდესაც ყოფილი პრემიერი წინასაარჩევნო ღონისძიებაზე სიტყვით გამოდიოდა.

  • ტეცუიმ პოლიტიკოსს თვითნაკეთი ცეცხლსასროლი იარაღიდან ორჯერ ესროლა.

  • შინზო თავდასხმიდან რამდენიმე საათში, საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ინტრიგა: სასამართლო სხდომების მსვლელობისას, ტეცუიმ თავისი დანაშაული რელიგიურ ჯგუფ "გაერთიანების ეკლესიისადმი" სიძულვილით ახსნა.

  • ბრალდებულის განმარტებით, მისი ოჯახი "გაერთიანების ეკლესიისადმი" გაკეთებული შემოწირულობების გამო გაკოტრდა.

  • ტეცუის თქმით, დედამისმა რელიგიურ ჯგუფს $360 000 ჩაურიცხა.

  • როგორც ტეცუი იხსენებს შინზო აბე მას შემდეგ შესძულდა, რაც 2021 წელს რელიგიური ჯგუფის ღონისძიებას მისი სიტყვით გამოსვლა იხილა. 

  • ტეცუი მიიჩნევს, რომ შინზო "გაერთიანების ეკლესიის" პოლიტიკური გავლენის ერთ-ერთი მთავარი წარმომადგენელია.

  • თავდაპირველი გეგმით ტეცუი ეკლესიის წინამძღოლების მოკვლას გეგმავდა.

სიღრმისეულად: შინზო აბეს მკვლელობის შემდეგ, გამოძიებამ დაადგინა, რომ რელიგიური ორგანიზაცია შემოწირულობების სახით, მრევლს ფულს სძალავდა.

  • ტოკიოს სასამართლომ "გაერთიანების ეკლესიის" გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო.

  • გარდა ამისა, 2022 წელს იაპონიაში ამოქმედდა კანონი, რომელიც რელიგიური ორგანიზაციების მიერ შემოწირულობების მიღების გზებს არეგულირებს.

  • შინზო აბე იაპონიის პრემიერმინისტრის თანამდებობას 2006-2007 და 2012-2020 წლებში იკავებდა.

მსგავსი სიახლეები