ინდოეთმა მთვარეზე კოსმოსური მოდული წარმატებით დასვა
ინდოეთი გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც კოსმოსური ხომალდი მთვარის სამხრეთ პოლუსზე დასვა. რამდენიმე დღის წინ რუსეთსაც ჰქონდა ამის მცდელობა, მაგრამ რუსული კოსმოსური აპარატი ჩამოვარდა.
ამ ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს.
გასულ თვეში გაშვებული ინდური კოსმოსური ხომალდი Chandrayaan-3, 23 აგვისტოს, ადგილობრივი დროით 18:04 საათზე რბილად დაეშვა მთვარეზე.
ინდური მთვარეზემავალი სახელად Pragyan ან Wisdom შექმნილია მთვარის ზედაპირის ქიმიური შემადგენლობის გასაანალიზებლად და მასზე წყლის მოსაძებნად, ერთი მთვარის დღის განმავლობაში, რაც დედამიწაზე 14 დღის ტოლფასია.
ინდოეთი ჩინეთის შემდეგ მეორე ქვეყანა გახდა, რომელსაც მთვარეზე მოქმედი მთვარეზემავალი ჰყავს.