ირანის საზღვაო ძალების ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე გემი ჩაიძირა
ირანის საზღვაო ძალების ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე ხომალდი, ფრეგატი საჰანდი ბანდარ აბასის პორტში ჩაიძირა.
ამის შესახებ Naval News წერს.
გემი 12 წლისაა. ფრეგატი პორტის მარცხეა მხარეს გადაბრუნდა და ჩაიძირა. ფოტოებზე წყლის ზემოთ ჩანს მხოლოდ კორპუსის გვერდითი ნაწილები და სონარის გუმბათი.
წინასწარი ინფორმაციით, ეს გამოწვეული იყო რემონტის დროს "ტექნიკური გაუმართაობით."
ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მიზეზი შეიძლება იყოს ცუდი ტექნიკური მომსახურება ან უბედური შემთხვევა, მაგრამ არ გამორიცხავენ დივერსიასაც.
ირანული ფრეგატები წითელ ზღვაში აქტიურობენ, სადაც ისინი ეჭვმიტანილები არიან ჰუტისებს დახმარებაში სავაჭრო გემებზე თავდასხმაში.