ირანმა პრეზიდენტ რაისის ვერტმფრენის ჩამოვარდნის საბოლოო მიზეზი დაასახელა
გამოძიების საბოლოო ანგარიშის მიხედვით, ირანის პრეზიდენტ ებრაჰიმ რაისის შვეულმფრენის ჩამოვარდნა ძირითადად ამინდმა, განსაკუთრებით სქელმა ნისლმა გამოიწვია.
ამის შესახებ Reuters ირანის სახელმწიფო ტელევიზიის მიერ გამოქვეყნებულ საბოლოო ანგარიშზე დაყრდნობით წერს.
"ვერტმფრენის ჩამოვარდნის მთავარი მიზეზი რეგიონში რთული ამინდის პირობები იყო." - წერს გამოცემა.
საგამოძიებო კომისიამ განაცხადა, რომ სქელი ნისლის გამო, ვერტმფრენი, რომელშიც რაისი და მისი თანმხლები მგზავრები იმყოფებოდნენ, მთაზე ჩამოვარდა.
ირანის ოფიციალურმა საინფორმაციო სააგენტომ 20 მაისს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირანის პრეზიდენტი ებრაჰიმ რაისი და ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი 19 მაისს, ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპნენ.
ირანის სადაზვერვო სამსახურებმა რაისის ვერტმფრენის ჩამოვარდნის ფაქტზე გამოძიება დაასრულეს - ვერტმფრენი გადატვირთული იყო და ნისლში ჩამოვარდა.