ისრაელმა ირანზე საპასუხო დარტყმა განახორციელა
პარასკევს დილით ისრაელმა ირანზე საპასუხო დარტყმა განახორციელა. ადგილობრივი მედიის ცნობით, სამი აფეთქება მოხდა ირანის ჩრდილო-დასავლეთის პროვინცია ისპაჰანში, სამხედრო ბაზასთან.
ისპაჰანის პროვინციაში ირანის რამდენიმე ბირთვული ობიექტი მდებარეობს.
ისრაელის თავდასხმის შემდეგ ირანმა რამდენიმე ქალაქის თავზე ფრენები შეაჩერა.
ირანელმა მაღალჩინოსანმა Reuters-ს განუცხადა, რომ ირანი არ გეგმავს ისრაელის წინააღმდეგ საპასუხო დარტყმას.
გაეროს ატომური კონტროლის ორგანიზაცია ადასტურებს, რომ ირანის ბირთვული ობიექტები არ დაზიანებულა.
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ხელმძღვანელი რაფაელ გროსი "ისე მოუწოდებს ყველას უკიდურესი თავშეკავებისკენ და იმეორებს, რომ ბირთვული ობიექტები არასოდეს უნდა იყოს სამიზნე სამხედრო კონფლიქტებში," - წერს ორგანიზაცია X-ზე.
ისრაელის ოფიციალურმა წარმომადგენელმა Washington Post-ს განუცხადა, რომ ისრაელის დრონების თავდასხმა ირანულ სამხედრო ობიექტზე მიზნად ისახავდა გზავნილის გადაცემას ირანისთვის, რომ იერუსალიმს შეუძლია ირანს დარტყმა ქვეყნის შიგნით მიაყენოს.
ირანი აცხადებს, რომ თავდასხმის შედეგად ზიანი არ მიუღია.
ირანელმა ანალიტიკოსმა სახელმწიფო ტელევიზიას განუცხადა, რომ ისპაჰანში საჰაერო თავდაცვის მიერ ჩამოგდებული მინი დრონები "ირანის შიგნიდან" აფრინდნენ.
ისრაელის ეროვნული უშიშროების მინისტრმა იტამარ ბენ გვირმა ირანზე თავდასხმა ერთი სიტყვით გააკრიტიკა X-ზე: "კოჭლი."
გარდა ამისა, ისრაელმა ღამით სირიის საჰაერო თავდაცვის სისტემებიც დაბომბა სამხრეთ სირიაში.
სირიის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო SANA, სამხედრო წყაროზე დაყრდნობით, წერს, რომ სარაკეტო დარტყმამ 2:55 საათზე "მატერიალური ზარალი" გამოიწვია.