ისრაელი პალესტინას “ფაიზერის” ვაქცინის მილიონ დოზას გადასცემს
პრემიერ მინისტრის ადმინისტრაციის განცხადებით, პალესტინელები ვაქცინის იმ დოზებს მიიღებენ, რომელთაც ვადა უახლოეს მომავალში გაუვათ და სანაცვლოდ ისრაელი მიიღებს იმ დოზებს, რომლებიც პალესტინაში მოგვიანებით უნდა ჩასულიყო.
“გეგმა დამტკიცდა იმიტომ, რომ ისრაელის ახლანდელი ვაქცინის მარაგები საკმარისია არსებული მოთხოვნისთვის,” - ნათქვამია პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის განცხადებაში.
პალესტინამ Pfizer-ის ვაქცინის 100 000 დოზა პარასკევს მიიღო.
მოლაპარაკებები პალესტინის ადმინისტრაციას, ისრაელის მთავრობასა და Pfizer-ის მენეჯმენტს შორის მიმდინარეობდა. პალესტინური მხარის მოთხოვნა იყო, რომ მათ შეთანხმებაზე ხელი Pfizer-თან მოეწერათ და არა ისრაელის მთავრობასთან.
პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობებით, ქვეყანაში 436 275 ადამიანი ვაქცინის ერთი დოზით აიცრა, ხოლო 260 000 - სრულად.