ისრაელის დაზვერვამ უგულებელყო გაფრთხილებები, რომ ჰამასი ისრაელში შეჭრისთვის წრთვნებს ატარებდა

რამდენიმე ებრაული მედიასაშუალება იუწყება, რომ გამოცდილმა დაზვერვის ოფიცერმა წლის დასაწყისში განაცხადა, რომ ჰამასმა მასშტაბური წვრთნები ჩაატარა, რომლის მიზანიც ისრაელის დასახლებებზე შეტევა, სამთავრობო შენობების ხელში ჩაგდება და ჯარისკაცების დახოცვა იყო, მაგრამ მისი გაფრთხილებები ზემდგომებმა უგულებეყვეს.

ოფიცერმა, რომელსაც შესაბამის სფეროში აქვს გამოცდილება, განაცხადა, რომ ჰამასის საგანგებო წვრთნები საგანგაშო იყო, რომელში ასევე იმიტირებული იყო ისრაელის თვითმფრინავის ჩამოგდება, თუმცა მანვე აღნიშნა, რომ ასეთი სცენარი "სრულიად წარმოსახვითია" და პალესტინური ტერორისტული დაჯგუფება "ტრაბახობს."

ისრაელის საზოგადოებრივი მაუწყებელი Kan წერს, ზოგიერთი თანამშრომელი მას არ დაეთანხმა და თქვა, რომ ეს ვარიანტი რეალისტურია და სერიოზულად უნდა განიხილონ, მაგრამ ინფორმაციაზე რეაგირება არ მომხდარა.

მე-12 არხის ცნობით, კიდევ ერთი, ნაკლებად გამოცდილი ოფიცერი, ასევე ცდილობდა ჰამასის წვრთნებზე ყურადღების მიპყრობას. მან ღაზას სასაზღვრო ბარიერის მრავალ წერტილში გარღვევის გეგმებზე ისაუბრა და დაასკვნა, რომ ჰამასი მასშტაბურ შეჭრას გეგმავდა, მაგრამ მეთაურმა უთხრა: "ეს ფანტაზიებია."

მას შემდეგ, რაც იმიტირებული სცენარების ცენტრალური ელემენტები 7 ოქტომბერს რეალობად იქცა, მე-12 არხი ციტირებს არმიის სადაზვერვო ქვედანაყოფის ანონიმურ წევრს, რომელიც ამბობს, რომ მის მეთაურებს "ამის შესახებ რეალურ დროში უთხრეს და იმდენი რამ იყო, წითელი შუქი უნდა აენთოთ."

გასულ კვირას Haaretz-მა დაწერა, რომ ახალგაზრდა ქალი ჯარისკაცები, რომლებიც ღაზას საზღვართან სადაზვერვო საქმიანობით იყვნენ დაკავებული, მეთაურებს სექსიზმში ადანაშაულებენ, რადგან მათმა მეთაურებმა ჰამასის თავდასხმამდე რამდენიმე კვირით ადრე ქალი სამხედროების გაფრთხილებები უგულებელყვეს.

მსგავსი სიახლეები