ისრაელის ჯანდაცვის სამინისტრო: “დელტა” ვარიანტმა ფაიზერის ვაქცინის ეფექტურობა 64%-მდე შეამცირა
ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, წინა თვეში ფაიზერის ვაქცინის ეფექტურობა კორონავირუსის პრევენციაში 30%-ით დაეცა და 64% შეადგინა, რაც ქვეყანაში ინდური, “დელტა” შტამის გავრცელებას უკავშირდება.
სამინისტროს განცხადებით, დაავადების გართულების პრევენციას ვაქცინა 93%-ით ახერხებს.
ისრაელში 5 178 747 ადამიანი ვაქცინის ორივე დოზით აცრა და ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო თითქმის ყველა რეგულაცია მოხსნილია.