ისრაელის მთავრობა მიიჩნევს, რომ მძევლებზე შეთანხმებისთვის შესაძლებლობის ფანჯარა გაიხსნა

ისრაელის მე-12 არხი იუწყება, რომ პრეზიდენტ ბაიდენის თქმით, მძევლების გაცვლაზე შეთანხმება ახლოს არის და ისრაელს "ესმის, რომ შესაძლებლობების ფანჯარა ხელახლა გაიხსნა და კრიტიკული დღეებია წინ."

პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისმა არაერთხელ გააფრთხილა ისრაელის მოქალაქეები, არ დაუჯერონ სხვადასხვა მედიებს მძევლების შესახებ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, ოფიციალური განცხადება გაკეთდება.

მე-12 არხის ცნობით, ისრაელს პრინციპული პროგრესი სურს 50-ზე მეტი ბავშვისა და ქალის გათავისუფლების შესახებ შეთანხმებაში.

ტელევიზია ისრაელის დიპლომატიურ წყაროს ციტირებს, რომელიც ამბობს: "წინ რთული დღეები გველის. ჰამასი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ზიანი მიაყენოს ისრაელის საზოგადოებას. შეთანხმება დღეს ან ხვალ არ შედგება, მძევლების გათავისუფლებას რამდენიმე დღე დასჭირდება."

მან აღნიშნა, რომ ჰამასი 100 კაცი და ქალი პატიმრის გათავისუფლებას, ბრძოლაში ხუთდღიან პაუზას და ისრაელის მიერ სადაზვერვო დრონების გამოყენების 5 დღით შეწყვეტას ითხოვს. 

თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ "ახლა ჩვენ უფრო ახლოს ვართ მძევლების შესახებ შეთანხმებასთან, ვიდრე აქამდე ვიყავით."

კირბი უარს ამბობს დამატებით დეტალებზე საუბარზე.

მსგავსი სიახლეები