ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი კაიროს ეწვია

 

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი ეგვიპტეს ოფიციალური ვიზიტით ეწვია.

იაირ ლაპიდი ეგვიპტის პრეზიდენტ აბდელ ფათაჰ ას-სისის და საგარეო საქმეთა მინისტრ სამეჰ შუქრის შეხვდა.

„ეგვიპტე ისრაელისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის პარტნიორია“, - განაცხადა ლაპიდმა.

1980 წელს ეგვიპტე პირველი არაბული ქვეყანა გახდა, რომელმაც ისრაელთან დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარა. მას შემდეგ კაირო ხშირად კისრულობდა ისრაელსა და ჰამასს შორის შუამავლის როლს.

ეგვიპტე ისრაელ-ჰამასის ბოლო, მაისში მომხდარი სამხედრო დაპირისპირების შემდეგ მხარეების დაზავებას ცდილობს.

ჰამასი ღაზაზე ისრაელის და ეგვიპტის მიერ დაწესებული ბლოკადის მოხსნას ითხოვს, ებრაული მხარე კი ორი ისრაელელი ტყვის გათავისუფლებას და ორი გარდაცვლილი ჯარისკაცის ნეშთის გადაცემას ითხოვს.

ლაპიდის თქმით, ისრაელი მშვიდობის გარანტიების და ჰამასის განიარაღების სანაცვლოდ, ღაზის ეკონომიკაში მნიშვნელოვან ინვესტიციებს ჩადებს.

ვიზიტის ფარგლებში ლაპიდმა ეგვიპტეს 95 არქეოლოგიური არტეფაქტი დაუბრუნა, რომლებიც ისრაელის სამართალდამცავებმა 2013 წელს კონტრაბანდისტის დაკავების შემდეგ ამოიღეს.

 


2007 წლის შემდეგ, როდესაც ჰამასმა ღაზას სექტორზე სრული კონტროლი მოიპოვა, ისლამისტურმა დაჯგუფებამ ისრაელთან ოთხი ომი გადაიხადა.

მსგავსი სიახლეები