ისრაელის სპეცსამსახურების შეფასებით, "ჰამასის" სამხედრო ფრთის ლიდერი მკვდარია
ისრაელის სპეცსამსახურების ერთსულოვანი შეფასებაა, რომ "ჰამასის" სამხედრო ფრთის ლიდერი მუჰამედ დეიფი შაბათს, ალ-მავასის რაიონში ავიადარტყმისას მოკვდა.
ისრაელის მე-12 არხის სატელევიზიო სიუჟეტში, ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ნათქვამია, რომ ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, დეიფი და რაფა სალამე, "ჰამასის" ხან იუნისის ბრიგადის მეთაური, იგივე შენობაში იმყოფებოდნენ სამხრეთ ღაზაზე დარტყმის დროს.
ისრაელის თავდაცვის ძალებმა და შინ ბეთმა (ისრაელის შიდა უსაფრთხოების სამსახური - რედ) გუშინ დაადასტურეს, რომ სალამე ავიაიერიშის შედეგად დაიღუპა. "ისრაელის უსაფრთხოების სტრუქტურების ერთხმად აცხადებენ, რომ დეიფიც ლიკვიდირებულია."
შაბათს ღამით, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ თქვა, რომ "ჯერ არ არის აბსოლუტურად დარწმუნებული," რომ დეიფი მკვდარია. ისრაელის თავდაცვის ძალების შტაბის უფროსმა ჰერცი ჰალევიმ განაცხადა, რომ "ჰამასი" ცდილობს დამალოს თავდასხმის შედეგები."
მე-12 არხის რეპორტაჟში ნათქვამია, რომ "ჰამასი" ცდილობს დამალოს ის, რაც დეიფისგან დარჩა, მათ შორის საავადმყოფოს შესასვლელებისა და გასასვლელების დაცვით, სადაც დაბომბვის შედეგად დაშავებულებს მკურნალობენ.
კონტექსტი
მოჰამედ დეიფი ღაზის სექტორში "ჰამასის" სამხედრო ფრთის ლიდერია. 2015 წელს, აშშ-ის ხელისუფლებამ დეიფი საერთაშორისო ტერორისტად გამოაცხადა და თვითმკვლელი ტერორისტების მიერ განხორციელებულ ტერაქტებსა და ისრაელელი სამხედროების გატაცებაზე პასუხისმგებელ პირად ცნო.
დეიფი არასდროს ჩნდება საჯაროდ და არავინ იცის მისი ნამდვილი სახელი.
2024 წლის 6 იანვარს ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ გამოქვეყნებული დეიფის (მარჯვნივ) ფოტო
გადაუმოწმებელი ცნობებით, დეიფმა ხელი და ერთი ან ორივე ფეხი დაკარგა ისრაელის თავდასხმებისას. ახალ ფოტოზე მისი ორივე ხელი ჩანს, თუმცა, როგორც ჩანს, თვალი დაკარგა. ასევე ორი წყვილი ფეხსაცმელი ჩანს ორი მამაკაცის უკან.
Ynet-ის ცნობით, ისრაელის ოფიციალური პირები ფიქრობენ, რომ დეიფი ხანდახან მაინც იყენებს ეტლს გადაადგილებისას, დაბომბვისას მიყენებული დაზიანებების გამო.
დეიფი ისრაელის ძებნილთა სიაშია 1995 წლიდან, ტერაქტების დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობის გამო, მათ შორის 1990-იან და 2000-იანი წლების დასაწყისში ავტობუსების აფეთქებების.
დეიფი სულ მცირე შვიდ მკვლელობის მცდელობას გადაურჩა წლების განმავლობაში, ზოგიერთმა მათგანმა სხვადასხვა ხარისხით დაჭრა ის ან მისი ოჯახის წევრები მოკლა. ბოლო ორი ცნობილი მცდელობა 2021 წლის მაისში იყო, როდესაც ისრაელისა და ღაზას ტერორისტული დაჯგუფებები 11-დღიანი ომის დროს იბრძოდნენ, რომელიც ცნობილია, როგორც ოპერაცია "კედლების მცველი."
2021 წლამდე ისრაელი დეიფის მოკვლას ღაზაში 2014 წლის ომის დროს ცდილობდა. ის გადარჩა და დაიღუპნენ მისი ცოლი, ჩვილი ვაჟი და 3 წლის ქალიშვილი.