ISW: ნაკლებად სავარაუდოა, რომ ზამთარი უკრაინის არმიის იერიშს შეაჩერებს

დასავლეთის პოლიტიკურ წრეებში გავრცელებული მოლოდინის საპირისპიროდ, ნაკლებად სავარუადოა, რომ ზამთარში საომარი მოქმედებების ინტენსივობა შემცირდეს. 

ამის შესახებ, ომის კვლევის ინსტიტუტის ყოველდღიურ მიმოხილვაშია ნათქვამი

ამერიკელი სამხედრო ექსპერტები არ ეთანხმებიან შეხედულებას, რომ ზამთარში ფრონტის ხაზის სტაბილიზაცია მოხდება, რამაც შესაძლოა მოლაპარაკებებისთვის გარკვეული სივრცე გააჩინოს. 

ამგვარ მოლოდინზე წერდა ცოტა ხნის წერდა NBC - მასალაში აღნიშნული იყო, რომ ფრონტის სტაბილიზაციასთან ერთად, დასავლეთში რუსეთ-უკრაინას შორის დიპლომატიიის გაცოცხლების შანსს ხედავენ. 

"სამხედრო იერიშის შეფერხება შეუძლია გაზაფხულის და შემოდგომის ამინდს და ტალახს, ისევე როგორც გაუმართავ ან არასაკმარის ტექნიკას. თავის მხრივ, გარკვეული სამხედრო ტექნიკა, შესაძლოა საჭიროებდეს ადაპტაციას უფრო ცივი ამინდისთვის, ან იერიში შესაძლოა შეაჩეროს საბრძოლო მასალის უკმარისობამ და ლიჯისტიკურმა სირთულეებმა, თუმცა არა ზამთრის ამინდმა",- ნათქვამია მიმოხილვაში. 

ამასთანავე ამერიკელი სამხედრო ექსპერტები ფიქრობენ, რომ ზამთარი გაცილებით უფრო მეტად დააზიანებს ცუდად აღჭურვილ რუსულ არმიას - "მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ კარგად აღჭურვილი უკრაინული არმიამ, იერიშ ზამთრის გამო შეაჩეროს". 

ექსპერტების თქმით, ზამთრის ყინვამ და გრუნტოვანი გზების გამყარებამ, შესაძლოა კიდევ უფრო გაადვილოს უკრაინის შეიარაღებული ძალების გადაადგილება. 

მიმოხილვაში ნათქვამია, რომ ამ დროისთვის, რუსეთის არმია ფრონტის უდიდეს ნაწილზე თავდაცვაშია გადასული და უკვე რამდენიმე თვეა, რაც საკმარისი რესურსი, რომელიმე მონაკვეთზე მასშტაბური იერიში წამოსაწყებად, არ გააჩნია. 

ხერსონში, უკრაინის არმიის გამარჯვებას ექსპერტები მნიშვნელოვან გამარჯვებას უწოდებენ და აღნიშნავენ, რომ უკრაინის არმია ომში სრულად ფლობს ინიციატივას. 

ოკუპანტების უკან დახევასთან დაკავშირებით, ამერიკელი სამხედრო ექსპერტები მიუთითებენ, რომ ისინი ინარჩუნებენ ბრძოლისუნარიანობას და თავიდან ირიდებენ უკან დამხევი დაჯგუფების განადგურებას. 

მიმოხილვაში ნათქვამია, რომ ნებისმიერი ცეცხლის შეწყვეტა, რუსეთს ძალების აღსადგენად საჭირო ძვირფას დროს მისცემს. 

 

მსგავსი სიახლეები