იტალია უკრაინის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს

იტალიის თავდაცვის მინისტრმა გვიდო კროზეტომ სამშაბათს განაცხადა, რომ უკრაინის სამხედრო დახმარების მორიგი პაკეტი მზადდება.

კროზეტომ უკრაინის სამხედრო დახმარების საკითხი უსაფრთხოების სამსახურებზე კონტროლის საპარლამენტო კომიტეტში გამართულ მოსმენაზე განიხილა. მისი გამოსვლის შინაარსი, თუ რა სახის იარაღს მიიღებს კიევი იტალიისგან, გასაიდუმლოებულია.

Il Messaggero-მ ერთი დღით ადრე დაწერა, რომ უკრაინის სამხედრო დახმარების ახალი, მეშვიდე პაკეტი, შეიძლება მოიცავდეს SAMP/T-ს საზენიტო-სარაკეტო სისტემას და სხვა საჰაერო თავდაცვის სისტემებს.

შეგახსენებთ, რომ SAMP/T-ს კომპლექსი უკრაინის სამხედრო დახმარების ბოლო, მეექვსე პაკეტში შედიოდა. გარდა ამისა, იტალია საფრანგეთთან ერთად უკრაინისთვის კიდევ ერთი მსგავსი საჰაერთო თავდაცვის სისტემის გადაცემას გეგმავს.

მარტში, SAMP/T-ს სისტემაზე იტალიამ 20 უკრაინელი სამხედრო გაწვრთნა.

მსგავსი სიახლეები