ჯეფ ბეზოსი და მისი ძმა კოსმოსში გაფრინდებიან
ამაზონის დამფუძნებელმა ჯეფ ბეზოსმა განაცხადა, რომ მის ძმასთან ერთად კოსმოსში გაფრენას აპირებს. გაფრენას მისი კომპანია Blue Origin უზრუნველყოფს.
ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ პოსტში ბეზოსმა თქვა, რომ კოსმოსში გაფრენა “მთელი ცხოვრება” სურდა.
“20 ივლისს ჩემ ძმასთან ერთად გავემგზავრები. ყველაზე დიდი თავგადასავალი ჩემს საუკეთესო მეგობართან ერთად.”
ჯეფ ბეზოსი მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანია. ფორბსის მონაცემებით მას 186.2 მილიარდი დოლარის ქონება აქვს.