ჯო ბაიდენი: კიევი თავისუფლად და მტკიცედ დგას

უკრაინის შემდეგ, აშშ-ს პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით ვარშავაში გაემგზავრა, სადაც პოლონეთის მთავრობას, უკრაინელების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. 

"კიევი მტკიცედ დგას,"-აღნიშნა გამოსვლის დროს ჯო ბაიდენმა. 

ამერიკის პრეზიდენტის თქმით, ვლადიმერ პუტინმა ომის გამოცხადებით თავისუფალ სამყაროს გამოცდა მოუწყო. 

"ერთი წლის წინ, მსოფლიო ემზადებოდა კიევის დაცემისთვის, თუმცა მე ახლახან დავბრუნდი უკრაინიდან და შემიძლია თამამად ვთქვა, რომ კიევი მტკიცედ დგას"

ჯო ბაიდენმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტსაც, რომ პარტნიორმა ქვეყნებმა ყველა გამოწვევას სათანადოდ უპასუხეს, რის გამოც ვლადიმერ პუტინის გეგმა წარუმატებელი აღმოჩნდა. 

ხაზგასასმელია ისიც, რომ ბაიდენმა რუსეთის სამხედრო ძალების მიერ ჩადენილი ქმედებები, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულად შეაფასა, რისი "იგნორირებასაც ვერავინ შეძლებს." 

უკრაინისადმი გაწეულ დახმარებაზე საუბრისას მან აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები დახმარებას მომავალშიც გააგრძელებს, ხოლო ნატო-ს წევრ ქვეყნებს შორის გაუგებრობა არ იქნება.  

 

 

მსგავსი სიახლეები