ჯორჯიის სენატორი დემოკრატი რაფაელ უორნოკი გახდა

ამერიკაში, ჯორჯიის შტატის სენატორის არჩევნების მეორე ტურში, დემოკრატმა რაფაელ უორნოკმა, რესპუბლიკელი ჰერშელ უოლკერი დაამარცხა.

უორნოკის გამარჯვების შემდეგ, აშშ-ის 100-წევრიან სენატში, დემოკრატიულ პარტიას 51 მანდატი აქვს და რესპუბლიკურ პარტიას - 49.

53 წლის უორნოკი, ატლანტას ეკლესიის ბაპტისტი სასულიერო პირია. ამ ეკლესიას, წარსულშ,ი მარტინ ლუთერ კინგი ხელმძღვანელობდა.

სენატორმა, გამარჯვების შემდგომ გამოსვლაში, მადლობა დედას გადაუხადა და აღნიშნა, რომ ის, 1950-იანი წლების ჯორჯიაში, "სხვისი ბამბის კრეფაში" გაიზარდა. მან ასევე თქვა, რომ დედამისი "დაეხმარა თავის უმცროს შვილს, გამხდარიყო შეერთებული შტატების სენატორი".

უორნოკის კონკურენტი ჰერშელ უოლკერი, ამერიკული ფეხბურთის ლეგენდაა, რომელიც პოლიტიკაში ცოტა ხნის წინ ჩაერთო. მას ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი უჭერდა მხარს, რაც რესპუბლიკური პარტიის პრაიმერის მოგებაში დაეხმარა.

უოლკერმა არჩევნებში დამარცხება არ აღიარა.

რესპუბლიკური პარტიის კანდიდატის კამპანია, მუდმივი სკანდალების ფონზე მიმდინარეობდა. ის აბორტის აკრძალვის მომხრეა, თუმცა ორმა ყოფილმა პარტნიორმა დაადანაშაულა, რომ უოლკერმა მათ აბორტის საფასური გადაუხადა.

ხაზგასასმელია ის ფაქტიც, რომ გამარჯვებული კანდიდატის კამპანია, გაცილებით უფრო მეტი - $170 მილიონი დაჯდა, ხოლო რესპუბლიკელმა ჰერშელ უოლკერმა, დაახლოებით $60 მილიონს მოუყარა თავი.

 

მსგავსი სიახლეები