კალასის თქმით, დროა აღმოსავლეთ ევროპელებმა ბრიუსელში წამყვანი თანამდებობები მიიღონ

ესტონეთის პრემიერ-მინისტრის, კაია კალასის განცხადებით, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები NATO-სა და ევროკავშირის წამყვანი თანამდებობებისთვის "რადარებზე უნდა იყვნენ".

"უკვე 19 წელია რაც წევრები ვართ", - თქვა კაია კალასმა POLITICO-სთვის მიცემულ ინტერვიუში, - "ორივე ორგანიზაციაში უკვე ვთქვით ჩვენი სიტყვა".

ამჟამად ევროკავშირსა და NATO-ში აღმოსავლეთ ევროპელი პოლიტიკოსები არც ერთ წამყვან თანამდებობას იკავებენ. ერთადერთი შემთხვევა, როცა საპურისპირო მოხდა, 2014-დან 2019 წლამდე დონალდ ტუსკის მიერ ევროპული საბჭოს ხელმძღვანელობა იყო.

"განა უარესი ხალხი გვყავს, ვიდრე ძველ ევროპელებს? თუ ჯერ იქამდე ვერ მივაღწიეთ? ვფიქრობ, სწორი პასუხია, რომ არა - სინამდვილეში, ძალიანაც კარგი ხალხი გვყავს", - ამბობს ესტონეთის პრემიერ-მინისტრი, რომელმაც რამდენიმე კვირის წინ ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში შიდა პოზიციები გაიმყარა.

მის სახელს ბოლო დროს NATO-ს გენერალურ მდივნობას უკავშირებენ - ამჟამინდელი გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი, მალე ნორვეგიის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელი გახდება.

თუმცა თავად კაია კალასი ამ შესაძლებლობას არარეალისტურს უწოდებს:

"გავიგე, რომ ამას ამბობენ. ეს ჩემთვისაც და ჩემი ქვეყნისთვისაც დიდი კომპლიმენტია.

მაგრამ არჩევნები ახლახანს მოვიგე და ჯერ ამის [NATO-ს გენერალური მდივნობის] შესახებ არავინ დამლაპარაკებია".

 

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები