კაპიტოლიუმზე თავდამსხმელ შამანს 3 წლიანი პატიმრობა მიესაჯა
კაპიტოლიუმზე თავდასხმის მონაწილე ჯეიკობ ჩენსლის, რომელიც "შამანის" სახელითაა ცნობილი, 3 წლიანი პატიმრობა მიესაჯა.
ვაშინგტონის სასამართლომ ის 6 იანვარს, კაპიტოლიუმზე მომხდარი თავდასხმის საქმეზე დამნაშავედ ცნო.
ჩენსლის პატიმრობის ვადა 10 თვით შემცირდება, რადგან ეს პერიოდი ის წინასწარ პატიმრობაში იმყოფებოდა.
თავდასხმისას "შამანი" წელს ზევით შიშველი და ვიკინგების ატრიბუტიკით იყო შემოსილი.
თავდამსხმელს ჯამში 6 ბრალი ჰქონდა წაყენებული, თუმცა, საბოლოოდ პროკურორებმა მას ეს ბრალი დაუტოვეს.
ჩენსლი პატიმრობის წლებს არიზონას შტატის ციხეში გაატარებს.