კატარი: დღეს საღამოს ჰამასი 13 ისრაელელ ქალს და ბავშვს გაათავისუფლებს

კატარის ცნობით, ჰამასის ტყვეობიდან დღეს კიდევ 13 ბავშვი და ქალი გათავისუფლდება. უკვე 51 დღეა ისინი ღაზას სექტორში ტერორისტების მძევლები არიან.

ებრაულენოვანი მედიის ცნობით, ცალკე შეთანხმების ფარგლებში, ასევე გათავისუფლდება უცხო ქვეყნის შვიდი მოქალაქე.

ისრაელი კი ციხეებში მყოფ 39 პალესტინელ პატიმარს გაათავისუფლებს.

ისრაელს ამ საკითხზე ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია, მაგრამ Ynet და არმიის რადიო ამბობენ, რომ ისრაელის ოფიციალურმა პირებმა დაადასტურეს, რომ ისინი ისრაელის 13 მოქალაქის გათავისუფლებას ელიან.

ჰამასის და ისრაელის შეთანხმების ფარგლებში 26 ადამიანი უკვე გათავისუფლდა. ამასთანავე, შეწყდა საბრძოლო მოქმედებები და ღაზას სექტორში დიდი რაოდენობით ჰუმანიტარული დახმარება შევიდა.

მსგავსი სიახლეები