კელი კალაძეს: ერთ აქტორს თქვენი ქვეყნის 20% აქვს ოკუპირებული, ვინ არის ბოროტმოქმედი?

საქართველოში აშშ-ს ყოფილი ელჩი, იან კელი თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებას ეხმაურება.

"თქვენ თქვენს დასავლელ მეგობრებზე ლაპარაკობთ. მე ამაყი ვიყავი, მეწოდებინა [მეგობარი] თქვენთვის. ერთი გარე აქტორი, რომელსაც ეს არასდროს უთქვამს, თქვენი მოქალაქეების მკვლელობასა და გატაცებას აგრძელებს და თქვენი ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული. და მაინც, ვინ არის ბოროტმოქმედი?" - წერს სოციალურ ქსელ X-ზე ყოფილი ელჩი.

მსგავსი სიახლეები