ხარკოვის რეგიონში რუსებისგან გათავისუფლებულ ტერიტორიებზე სახლების 90% დანგრეულია

რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ გათავისუფლებული ხარკოვის ოლქის ტერიტორიაზე კერძო სახლების, სკოლების, საბავშვო ბაღების უმეტესობა გაანადგურეს.

ამის შესახებ ხარკოვის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლეგ სინეგუბოვმა განაცხადა.

„სახლების უმეტესობა - ეს არის 90% - დანგრეულია. ახლა ვმუშაობთ ელექტროენერგიის, გაზმომარაგების აღდგენაზე, მაგრამ იქ მაინც ძალიან საშიშია." - თქვა სინეგუბოვმა. „საშიშია არა მხოლოდ იქ ცხოვრება, საშიშია იქ ყოფნა, რადგან მუდმივად მიდის ბრძოლები, მუდმივი დაბომბვა. ჩვენ ვიღებთ ყველა ზომას ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაციისთვის“.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები იკავებენ პოზიციებს ხარკოვის რეგიონში და ზოგიერთ რაიონში ისინი წარმატებით მიიწევენ წინ.

სინეგუბოვის თქმით, რეგიონის გათავისუფლებულ ტერიტორიებზე „ბევრია სამუშაო განაღმვაზე“.

მსგავსი სიახლეები