კირბი: აშშ უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემა NASAMS-ის მიწოდებას აჩქარებს

შეერთებულ შტატებს სურს დააჩქაროს უკრაინისთვის ორი მოწინავე საზენიტო-სარაკეტო სისტემის, NASAMS-ის უკრაინისთვის მიწოდება. ამის შესახებ 11 ოქტომბერს CNN-ის ცნობით, ამერიკის ეროვნული უშიშროების საბჭოს საზოგადოებასთან ურთიერთობის კოორდინატორმა ჯონ კირბიმ განაცხადა.

მისივე თქმით, ამერიკა დაინტერესებულია უკრაინისთვის პირველი ორი სისტემის უახლოეს მომავალში მიწოდებით. ამავდროულად, კირბიმ არ დააკონკრეტა NASAMS-ის გადაცემის კონკრეტული თარიღი.

კირბიმ აღნიშნა, რომ ამერიკული-ნორვეგიული წარმოების სისტემების გადაცემით შესრულდება უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თხოვნა საჰაერო თავდაცვის გაძლიერების შესახებ.

G7-ის ვირტუალური შეხვედრის დროს ზელენსკიმ თქვა, რომ "ერთობლივი ძალისხმევა უკრაინის საჰაერო ფარის შესაქმნელად" უნდა გაძლიერდეს რუსული ფრთოსანი რაკეტების და თვითმფრინავების მასიური თავდასხმების შემდეგ.

27 სექტემბერს უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდლობის სპიკერმა იური იგნატმა განაცხადა, რომ NASAMS-ის საზენიტო სისტემების პირველი ორი ბატარეა უკრაინას უახლოეს მომავალში გადაეცემა.

მსგავსი სიახლეები