"კონკურენცია კონფლიქტში არ უნდა გადაიზარდოს" - ბაიდენი სი ძინფინგს ხვდება
ამერიკაში ვიზიტით მყოფი ჩინეთის პრეზიდენტი კალიფორნიის შტატში, ქალაქ სან-ფრანცისკოში იმყოფება, სადაც ჯო ბაიდენს ხვდება.
შეხვედრის დაწყებამდე, ორი ქვეყნის ლიდერს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.
მიუხედავად ამისა, სულ ცოტა ხნის წინ, გავრცელდა განცხადება, რომელიც ბაიდენმა სი ძინფინგთან შეხვედრის დროს გააკეთა. აშშ-ს პრეზიდენტი ამბობს, რომ ქვეყნებს შორის არსებული კონურენცია, კონფლიქტში არ უნდა გადაიზარდოს.
"ვფიქრობ მნიშვნელოვანია, რომ მე და თქვენ ერთმანეთის ნათლად გვესმოდეს, მცდარი ინტერპრეტაციებისა და არასწორი კომუნიკაციის გარეშე"- CNN-ის ინფორმაციით, სი ძინფინგს ამ სიტყვებით მიმართა ბაიდენმა.
ამერიკის პრეზიდენტის განცხადებით, ერთმანეთთან პირისპირ შეხვედრას ალტერნატივა არ გააჩნია, ხოლო ჩინეთის პრეზიდენტთან საუბარი "ყოველთვის ღიად და გულწრფელად მიაჩნდა."
ცნობილია, რომ ამერიკის პრეზიდენტი საუბარს უკრაინასა და ისრაელის შესახებაც აპირებს. თავის მხრივ, სი ძინფინგის მიზანს, ჩინეთის ეკონომიკური პრობლემების შემცირება წარმოადგენს, ამიტომ სავარაუდოა, შეხვედრაზე განახილველი საკითხებიც, ამ ნიადაგზე იქნება დაფუძნებული.
მსოფლიოს ორი წამყვანი ქვეყნის ლიდერი, უკანასკნელად, ერთამენთს 2022 წელს, ინდონეზიაში შეხვდნენ, რის შემდეგაც პირდაპირი საუბარი არ გამართულა.