კორონავირუსით ინფიცირებული დიმიტრი კისილიოვი ჰოსპიტალიზირებულია
Covid-19-ით ინფიცირებული ცნობილი რუსი ტელეწამყვანი დიმიტრი კისილიოვი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
"მქონდა მაღალი ტემპერატურა, 38 და გადამიყვანეს საავადმყოფოში," - თქვა ჟურნალისტმა.
კისილიოვმა აღნიშნა, რომ ექიმების პროგნოზი ოპტიმისტურია.
ჟურნალისტი ბოლოს ეთერში 5 სექტემბერს გამოჩნდა.
იანვარში მან განაცხადა, რომ აიცრა და დაღლილობის შეგრძნების გარდა, არანაირი გვერდითი ეფექტი არ ჰქონია.
67 წლის კისილიოვი პრო-პუტინისტური პოზიციებით გამოირჩევა. ის ხშირად ავრცელებს ანტი-უკრაინულ და ანტი-დასავლურ დეზინფორმაციას. 2014 წელს მას ევროკავშირმა პერსონალური სანქციები დაუწესა.