კულება თურქეთის ახალ საგარეო საქმეთა მინისტრს პირველად შეხვდა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება ოთხშაბათს პირველად შეხვდა თურქეთის ახლად დანიშნულ საგარეო საქმეთა მინისტრ ჰაკან ფიდანს.

კულებას თქმით, მან თავის თურქ კოლეგასთან განიხილა "საკითხების ფართო სპექტრი, რომლებშიც უკრაინასა და თურქეთს შეუძლიათ განავითარონ ორმხრივი თანამშრომლობა."

"მე დავადასტურე უკრაინის ინტერესი შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის მხარდაჭერისა და გაფართოებისადმი, ასევე მშვიდობის ფორმულისთვის გლობალური მხარდაჭერის მობილიზებისადმი," - აღნიშნა კულებამ.

მანამდე უკრაინისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრების პირველი სატელეფონო საუბარი 8 ივნისს შედგა, სადაც მათ სხვა საკითხებთან ერთად რუსეთის მიერ კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის აფეთქების შედეგები განიხილეს.

ჰაკან ფიდანი თურქეთის დაზვერვის ყოფილი ხელმძღვანელი და ყოფილი სამხედროა, რომელიც ერდოღანის მრჩეველი ჯერ კიდევ მისი პრემიერ-მინისტრობის დროს იყო.

ფიდანი უკრაინასა და რუსეთს შორის სამხედრო ტყვეების გაცვლის შესახებ მოლაპარაკებებში მონაწილეობდა. 2022 წლის ოქტომბერში უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ანდრი იერმაკმა მას მადლობა გადაუხადა "215 სამხედროს გათავისუფლებაში დახმარებისთვის და თურქეთში აზოვსტალის დამცველებისთვის პირობების უზრუნველყოფისთვის."

მსგავსი სიახლეები