კულებამ ბლინკენთან უკრაინის შემდგომი სამხედრო დახმარება განიხილა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას სატელეფონო საუბარი ჰქონდა აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, ენტონი ბლინკენთან. მათ განიხილეს უკრაინის შემდგომი სამხედრო დახმარება და ახალი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ.
ამის შესახებ კულებამ Twitter-ზე დაწერა.
"ფოკუსირებული საუბარი ბლინკენთან ახალი სამხედრო დახმარების, რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების და ძირითადი მოვლენებისთვის მზადების შესახებ, რადგან რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის ერთი წლის თავს ვუახლოვდებით." - წერს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი.
კულებამ აღნიშნა, რომ რუსეთი უხეშ შეცდომას უშვებს, თუ ფიქრობს, რომ "ვინმე დაიღლება იმ ბოროტებასთან ბრძოლაში, რომელიც მას მოაქვს."