კვლევა: რუსების 22%-ს ქვეყნიდან წასვლა უნდა
რუსეთის მოსახლეობის 22%-ს ქვეყნის დატოვება სურს. ამის შესახებ “ლევადა-ცენტრის” ახალ კვლევაში ვკითხულობთ.
ამავდროულად, გამოკითხულთა 77% აცხადებს, რომ ქვეყნიდან წასვლა არ სურთ.
ქვეყნიდან წასვლის მსურველების რიცხვი 2013 წლის შემდეგ მაქსიმალურია.
რუსეთის დატოვება ყველაზე მეტად ახალგაზრდებს სურთ. 18-24 წლის გამოკითხულთა 48% და 25-39 წლის რესპონდენტების 33% აცხადებს, რომ სხვა ქვეყანაში იცხოვრებდა.
ყველაზე ნაკლებად რუსეთიდან წასვლა 55 წელს ზემოთ ადამიანებს სურთ (7%).
კვლევა 2021 წლის 20-26 მაისს ჩატარდა.