კვლევა: რუსების მესამედს ნახევარი წლის განმავლობაში არცერთი წიგნი არ წაუკითხავს
ბოლო ექვს თვეში რუსების 30%-ს არცერთი წიგნი არ წაუკითხავს. ამის შესახებ ВЦИОМ-ის კვლევაზე დაყრდნობით გამოცემა ТАСС წერს.
რუსეთის მოსახლეობის 44% აცხადებს, რომ ნახევარ წელიწადში ერთიდან ხუთ წიგნამდე წაიკითხა, ხოლო 25% - 10 წიგნზე მეტი.
რუსეთში ყველაზე პოპულარული მწერლები დარია დონცოვა, ბორის აკუნინი, ზახარ პრილეპინი და ვიქტორ პელევინი არიან.
რუსების 66% მწერლებს ინტელექტუალებად მიიჩნევს. მესამედი თვლის, რომ ისინი მდიდრები და წარმატებულები არიან, 21% კი ამას არ ეთანხმება.