ლატვიის მარეგულირებელმა ДОЖДЬ-ის მაუწყებლობის ლიცენზია ჩამოართვა
ლატვიის მედიის მარეგულირებელმა რუსულენოვან ოპოზიციურ მედია ДОЖДЬ-ს მაუწყებლობის ლიცენზია ჩამოართვა, გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გამოცხადდა.
გადაწყვეტილების წინ ტელეარხის მიერ ლატვიის მაუწყებლებლობის ნორმების 2 დარღვევა უძღოდა, თუმცა საბოლოო მიზეზი არხის ეთერში ერთ-ერთი წამყვანის ალექსეი კარასტილიოვის მიერ წარმოთქმული ფრაზა გახდა.
წამყვანის საუბრის შედეგად იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ ტელეარხი რუსი მობილიზებულებისთვის აღჭურვილობისა და ტანსაცმლის შეგროვებით იყო დაკავებული.
აღნიშნულს ტელეარხის ხელმძღვანელობა კატეგორიულად უარყოფს. მთავარი რედაქტორი ტიხონ ძიატკო აცხადებს, რომ ტელევიზია არ აგროვებს ტანსაცმელს ან ზამთრის აღჭურვილობას მსოფლიოს არცერთ არმიისთვის.
მაუწყებლობის ანულირების მიზეზად ეროვნული უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის საფრთხე დასახელდა. გადაწყვეტილება ძალაში შევა 8 დეკემბერს, რის შემდეგაც ტელეარხმა მაუწყებლობა უნდა შეწყვიტოს.
მოსალოდნელია, რომ ლატვიური მარეგულირებელი მოითხოვს იუთუბ მაუწყებლობის შეწყვეტასაც.
არხმა ალექსეი კარასტილიოვთან საქმიანი ურთიერთობები გაწყვიტა.