Le Figaro: საქართველო ევროკავშირს შორდება და რუსეთის ორბიტაზე ბრუნდება
ფრანგულ გაზეთ Le Figaro-ში გამოქვეყნდა სტატია საქართველოსთან დაკავშირებით, სადაც ავტორი იზაბელ ლასერი საქართველოს ხელისუფლების კურსს აკრიტიკებს.
ავტორი წერს, რომ "საქართველოს ხელისუფლებამ უარი თქვა დაეგმო უკრაინის მიმართ რუსეთის აგრესია და შეერთებოდა ევროპულ სანქციებს, რომელსაც პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი „უსარგებლოს“ უწოდებს".
იზაბელ ლასერის თანახმად, საქართველო რუსულ კომპანიებს ეხმარება, რომ ევროპულ სანქციებს თავი აარიდონ:
მათ მიიღეს რუსული კომპანიები, რომლებიც თბილისში დაფუძნდნენ ევროპული სანქციებისგან თავის ასარიდებლად. როგორც მოსკოვში, ძალაუფლების მქონენი თავს არიდებენ უკრაინაში „ომზე“ ლაპარაკს და კრემლის პროპაგანდას იმეორებენ.
როგორც ავტორი აღნიშნავს, სოლიდარობის ნაკლებობის გამო საქართველოს მიმართ ვოლოდიმირ ზელენსკიმაც არ დაიშურა საყვედური.
გარდა ამისა, იზაბელ ლასერი წერს, რომ საქართველოს მთავრობა ოპონენტების წინააღმდეგ კრემლის მსგავს რეპრესიულ მეთოდებს იყენებს, რის მაგალითადაც ავტორს მოყჰავს მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა და ნიკა გვარამიას დაკავება.