ლუფტჰანზა მგზავრებს “ქალბატონებო და ბატონებოთი” აღარ მიმართავს
“ქალბატონებო და ბატონებო, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ბორტზე” - ამ ფრაზას ლუფტჰანზას მგზავრები ვეღარ გაიგონებენ.
გერმანულმა ავიაკომპანიამ გადაწყვიტა თვითმფრინავებში გენდერულად ნეიტრალური ენა გამოიყენოს.
ეს ცვლილება შეეხება ყველა კომპანიას, რომლებიც Lufthansa Group-ის საკუთრებაშია, მათ შორის, Austrian Airlines, Swiss Airlines და Eurowings.
“მრავალფეროვნება არ არის მხოლოდ ფრაზა, ეს ლუფტჰანზასთვის რეალობაა”, - განაცხადა კომპანიის პრესსპიკერმა ანია სტენგერმა.
ამიერიდან ლუფტჰანზას ეკიპაჟი გენდერულად ნეიტრალურ ფრაზებს გამოიყენებს, როგორიცაა “ძვირფასო სტუმრებო,” “დილა მშვიდობისა” და “კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ბორტზე”.