მაკრონი: უკრაინას Mirage-ის თვითმფრინავებს გადავცემთ, გავწვრთნით 1 ბრიგადას

ემანუელ მაკრონის თქმით, საფრანგეთი უკრაინას Mirage 2000-5F-ის ტიპის ავიაგამანადგურებლებს გადასცემს, ხოლო პილოტებს გადაამზადებს ამ აპარატებისთვის.გარდა ამისა, მაკრონის თქმით, საფრანგეთი მზად არის გაწვრთნას და აღჭურვოს უკრაინის ერთი სამხედრო ბრიგადა (4 500 ჯარისკაცი). 

ამის შესახებ მაკრონმა ნაცისტების მიერ ოკუპირებულ საფრანგეთში მოკავშირეების დესანტის გადასხმის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა. 

"ხვალ ჩვენ გამოვაცხადებთ თანამშრომლობის ახალი ეტაპის დაწყებისა და უკრაინისთვის Mirage 2000 ტიპის თვითმფრინავების გადაცემის შესახებ. ჩვენ ასევე გავწვრთნით პილოტებს ამ თვითმფრინავებისთვის" - განაცხადა მაკრონმა.

გარდა ამისა, მაკრონის თქმით, საფრანგეთი მზად არის გაწვრთნას და აღჭურვოს 1 ბრიგადა. ამასთანავე, ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვაზე საფრანგეთის პრეზიდენტმა უპასუხა, რომ ამჟამად უკრაინაში ფრანგი სამხედრო ინსტრუქტორები არ არიან. 

მაკრონმა ასევე უარყო, რომ წვრთნის პროგრამა ხელს შეუწყობს რუსეთთან ურთიერთობების ესკალაციას. 

"ჩვენ არ გვსურს ესკალაცია, მაგრამ მშვიდობა მხოლოდ მაშინ იქნება თუ უკრაინა შეძლებს წინააღმდეგობას. მშვიდობა ვერ იქნება მიღწეული უკრაინის კაპიტულაციის ფასად".

მსგავსი სიახლეები