მამუკა მამულაშვილი: აგენტების კანონის მიღება რუსულ ორბიტაზე გადასვლის ნიშანია

საქართველოს ხელისუფლების მიერ ე.წ "უცხოური გავლენის აგენტების" კანონის მიღებას, უკრაინის შეიარაღებულ ძალებში შემავალი "ქართული ლეგიონის" მეთაური მამუკა მამულაშვილი გამოეხმაურა. 

"საქართველოს მთავრობა რუსული კანონების გადმოტანით არის დაკავებული და ძალიან სამწუხაროა, რომ პრორუსულ ორბიტაზე გადავდვიართ, უფრო სწორად - ფაქტობრივად გადასულები ვართ, რისი მკვეთრი ნიშანიც, ამ კანონის მიღებაა,"- აღნიშნა მამულაშვილმა

ჩვენთან სუაბრის დროს, მან აღნიშნა, რომ ამ გზაზე სიარულით, საქართველო სტრატეგიულ პარტნიორებს დაკარგავს.

"სტრატეგიული პარტნიორებმა, რომლებიც ჯერ კიდე გვყავს, შეიძლება უარი თქვან ჩვენზე, საქართველოს მთავრობის ასეთი პოლიტიკის გამო, რადგანაც ვხედავთ, რომ დემოკრატიული გზიდან, საქართველო, ფაქტობრივად ტოტალიტარული მმართველობის რეჟიმში გადადის, რაც ძალიან სამწუხაროა."

"ქართული ლეგიონის" მეთაურის განცხადებით, ამავე პოლიტიკის ნაწილს წარმოადგენდა, გასულ თვეებში, უკრაინაში მებრძოლი ქართველების წინააღმდეგ, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ წარმოებული "გაშავების" პოლიტიკა. 

რეალპოლიტიკას გუნდი უკრაინაში იმყოფება და სულ მალე განვათავსებთ სრულ ინტერვიუს. 

 

 

 

მსგავსი სიახლეები