მედია: მოქალაქეობის სანაცვლოდ, რუსეთი უცხოელებისგან ომში წასვლას მოითხოვს

დამოუკიდებელი რუსული მედია გამოცემა Horizontal Russia 7x7-ის ინფორმაციით, რუსეთის ხელისუფლება მობილიზაციას და სამხედროების რაოდენობის გაზრდას, უცხოელების ხარჯზეც ცდილობს.
გამოცემის თანახმად, ამის მაგალითს წარმოადგენს 27 აგვისტოს, კალუგას ოლქში მომხდარი შემთხვევა, როდესაც ადგილობრივმა ორგანომ, უარი განუცხადა ტაჯიკ და უზბეკ ემიგრანტებს რუსეთის მოქალაქეობის მიღებაზე, სანამ მათ ომში წასვლაზე თანხმობა არ თქვეს.
არაერთი ემიგრანტის განცხადებით, შესაბამისი უწყებები აგრძელებენ უარის თქმას მოქალაქეობის მინიჭებაზე იმ შემთხვევაშიც კი, თუკი სამხედრო კომისარიატები, ემიგრანტებს სამხედრო სამსახურისთვის შეუსაბამოდ მიიჩნევენ.
რუსული წყაროები წერენ, რომ დუმაში ფიქრობენ კანონის მიღებაზე, რომლის თანახმადაც, უცხოელები, რომლებიც რუსეთის პასპორტის მიღებიდან 2 კვირის თავზე, თავს აარიდებენ სამხედრო კომისარიატებში რეგისტრაციას, მოქალაქეობა შეუწყდეთ და დეპორტაციას დაექვემდებარონ.
ამ დრომდე უცნობია, როდის მოხდება ამ ინიციატივის განხილვა.