მელანშონი: ბრძოლა გრძელდება, არცერთი ხმა მარინ ლე პენს
საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მესამე ადგილზე გასულმა ჟან-ლუკ მელანშონმა საკუთარ ამომრჩევლებს მიმართა, რომ "ბრძოლა გრძელდება" და მეორე ტურში გადასულ მარინ ლე პენს მხარი "არასდროს" დაუჭირონ.
"მე მესმის თქვენი გაბრაზების, ძვირფასო მოქალაქეებო, მაგრამ ხელი არ ჩაიქნიოთ. იქამდე, სანამ ცხოვრება გრძელდება, ბრძოლაც გრძელდება... ჩვენ ვიცით, ვისაც მხარს არასდროს დავუჭერთ... მეორე ტურში, არცერთი ხმა მარინ ლე პენის სასარგებლოდ." - განაცხადა სოციალისტმა კანდიდატმა.
ჟან-ლუკ მელანშონმა საკუთარ გამოსვლაში ის სისტემა გააკრიტიკა, რაზეც საფრანგეთის მეხუთე რესპუბლიკა არის დაფუძნებული და რაც მოქალაქეებს "ცუდსა და უარეს შორის" არჩევანს უტოვებს.
2022 წლის არჩევნებზე მელანშონს 20%-იანი მხარდაჭერა შეხვდა, რითაც მესამე ადგილზე გავიდა.