მილი ბახმუტზე: იქ რუსებისთვის სასაკლაოა, ბოლო კვირებში მათ წინსვლა არ ქონიათ

ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების შტაბების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის ხელმძღვანელის თქმით, ბახმუტის რაიონში რუსეთის არმია უმძიმეს დანაკარგებს განიცდის. 

ამის შესახებ მარკ მილიმ სენატში მისი მოსმენის ფარგლებში დასმულ კითხვაზე ისაუბრა. მილის თქმით, მძიმე დანაკარგებს მიუხედავად, რუსეთის არმიას ბოლო 21 დღის განმავლობაში ფრონტის ამ მონაკვეთზე წინსვლა არ ჰქონია. 

"უკრაინელები ძალიან ეფექტურად იცავენ თავს ბახმუტის რაიონში, რომელიც როგორც აღმოჩნდა ძალიან ძვირად უჯდებათ რუსებს. ბოლო 20-21 დღის განმავლობაში რუსეთის არმიას არ ჰქონია არანაირი წინსვლა უშუალოდ ბახმუტში ან მის ირგვლივ. შესაბამისად იქ რუსებისთვის ნამდვილი სასაკლაოა. ისინი იქ ნადგურდებიან, უკრაინელები კი ძალიან, ძალიან კარგად იბრძვიან",- განაცხადა მილიმ. 

გენერალი მილის თქმით, მსგავსი ვითარებაა ფრონტის სხვა მონაკვეთებზე, სადაც ოკუპანტების მასშტაბური შეტევების მიუხედავად, უკრაინელები ეფექტურად იცავენ თავს. 

"კრემენნადან ხერსონამდე უკრაინელები აჩვენებენ შესანიშნავ თადაცვის ბრძოლას და რუსებმა ვერ მიაღწიეს მათ სტრატეგიულ ამოცანებს",- განაცხადა გენერლმა მილიმ. 

კონტექსტი 

გენერალმა მილიმ უპასუხა კითხვას რუსეთის იერიშის შესახებაც - მისი თქმით, რუსეთის შეტევა საკმაოდ დიდი ხანია მიმდინარეობს, თუმცა მათ ვერ შეძლეს მნიშვნელოვანი მიზნების მიღწევა. 

მილის ჰკითხეს ჩვკ ვაგნერის როლზეც - გენერლის თქმით, ვაგნერს სულ 6 000-მდე პროფესიონალური მებრძოლი და დაახლოებით 20-25 ათასი რეციდივისტი და რეგულარი ნაწილების მსგავსად ბახმუტში ისინიც მძიმე დანაკარგებს განიცდიან. მილის თქმით, ევგენი პრიგოჟინის კონტროლირებადი ვაგნერი სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის. 

ამერიკელ გენერალს ჰკითხეს დასავლური მხარდაჭერის მნიშვნელობაზეც, მისი თქმით, უკრაინის წინააღმდეგობაში უმნიშვნელოვანესი უკრაინელთა წინააღმდეგობაა, თუმცა დასავლური დახმარების გარეშე უკრაინის გაცილებით უფრო დიდი ნაწილი იქნებოდა ოკუპირებული. 

მილის თქმით, უკრაინის დახმარების კონტექსში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დასავლეთის გაერთიანებული ძალისხმევა, როგორც უკრაინისთვის გადაცემული შეიარაღების, ასევე ლოჯისტიკის და ეკონომიკური დახმარების კუთხითაც. 

ამერიკელი გენერალი გამოეხმაურა ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოს გადაწყვეტილებასაც. მილის თქმით, გარდა იმისა, რომ აგრესიული ომის წამოწყება თავისთავად წარმოადგენს სამხედრო დანაშაულს, რუსეთის არმია და სამხედრო მეთაურების ჯაჭვი პერიოდულად ჩადის სხვადასხვა სიმძიმის სამხედრო დანაშაულებს უკრაინაში და ამის მტკიცებულებები მრავლადაა. 

მსგავსი სიახლეები