მომავალ კვირაში ზელენსკი ბაიდენს შეხვდება - NBC News
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მომავალ კვირას ნიუ-იორკში გაეროს გენერალურ ასამბლეას დაესწრება და აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს შეხვდება.
ამის შესახებ NBC News უკრაინელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის ცნობით, ჯერჯერობით უცნობია, ბაიდენისა და ზელენსკის შეხვედრა ნიუ-იორკში შედგება თუ თეთრ სახლში.
თეთრმა სახლმა კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა.
2023 წლის 20 თებერვალს კიევში ამერიკის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ჩავიდა.
შეხვედრაზე მათ განიხილეს, როგორ შეუძლიათ შეერთებულ შტატებსა და მოკავშირეებს ეფექტურად დაეხმარონ უკრაინას თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში.