ნატოს ჯარების მეთაური ევროპაში: ЗСУ დროულად მიიღებს შეიარაღებას იერიშისთვის

უკრაინის არმია დროულად მიიღებს შეიარაღებას, რომელიც მას კონტრიერიშისთვის ჭირდება. 

ამის შესახებ ევროპაში ნატოს ჯარების მეთუარმა, კრის კავოლიმ კონგრესში გამოსვლისას განაცხადა.

"მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ უკვე მივაწოდეთ აუცილებელი შეიარაღება უკრაინელებს და ჩვენ გავაგრძელებთ შეიარაღების გადაცემას, რათა მხარი დავუჭიროთ მიმდინარე ოპერაციებს",- განაცხადა კავოლიმ. 

ნატოს ძალების მეთაურის თქმით, უკრაინას უკვე გადაეცა დაპირებული საბრძოლო მანქანების 98%.

უკრაინისთვის გადაცემული შეიარაღების კონტროლზე დასმულ კითხვაზე პასუხად გენერალმა კავოლიმ უპასუხა, რომ ერთ-ერთი ინსპექცია უკვე მიმდინარეობს ოდესაში, ხოლო კიდევ ერთი მომდევნო კვირას გაიმართება. 

კონტექსტი 

კრისტოფერ კავოლი ევროპაში ნატოს ძალების მეთაურად 2022 წლის 4 მაისს დაინიშნა.  იტალიურ-ამერიკულ ოჯახში დაბადებული კავოლის მამა აშშ-ს არმიის ოფიცერი იყო. თავად მომავალი გენერალი რომში იზრდებოდა. აშშ-ს არმიაში სამსახური კი 1987 წელს დაიწყო. 

ამ დრომდე ხელმძღვანელობდა ამერიკულ ჯარებს ევროპასა და აფრიკაში. იელის უნივერსიტეტში მიღებული აქვს მაგისტრის ხარისხი რუსეთის და აღმოსავლეთ ევროპის კვლევებზე. თავისუფლად ფლობს რუსულ, იტალიურ და ფრანგულ ენებს.

მსგავსი სიახლეები