ნეთანიაჰუ და ბენ გვირი სასამართლო რეფორმის გადადებაზე შეთანხმდნენ

ისრაელის სამთავრობო კოალიციის წევრი ულტრამემარჯვენე პარტია "ებრაული ძალის" ლიდერი იტამარ ბენ გვირი აცხადებს, რომ სასამართლო რეფორმის გადადებას დაეთანხმა. ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ რეფორმა ოპოზიციასთან მოლაპარაკებების შემდეგ გაგრძელდება.

ამის შესახებ The Times of Israel წერს.

სანაცვლოდ, ნეთანიაჰუ დათანხმდა, რომ სამოქალაქო "ეროვნული გვარდია" შეიქმნება, რომლის შექმნასაც ბენ გვირი საზოგადოებრივი უსაფრთხოების გასაძლიერებლად ცდილობდა. ისრაელის მთავრობა ამ გადაწყვეტილებას მთავრობის მომავალ სხდომაზე დაამტკიცებს.

ახალი გვარდია ბენ გვირის ეროვნული უშიშროების სამინისტროს დაქვემდებარებაშია, რომლის დაპირებაც პრემიერმა მას წერილობით მისცა.

სასამართლო რეფორმის შეჩერების შემთხვევაში, ბენ გვირი ნეთანიაჰუს მთავრობის დატოვებით ემუქრებოდა.

მსგავსი სიახლეები