ნეთანიაჰუ: მზად ვარ განვიხილო უკრაინისთვის იარაღის გადაცემა
ისრაელის ყველაზე პოპულარული პარტის, "ლიკუდის" ლიდერმა და ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ, 21 ოქტომბერს, USA Today-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ მზადაა განიხილოს უკრაინისთვის იარაღის გადაცემა, თუ ის კვლავ დაიკავებს მთავრობის მეთაურის პოსტს.
როგორც ნეთანიაჰუმ აღნიშნა, ცოტა ხნის წინ, მას უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შესახებ ჰკითხეს. ყოფილი პრემიერის თქმით, იგი ამ საკითხს პრემიერის პოსტის დაკავებისას განიხილავს.
ნეთანიაჰუმ ასევე გაამხილა, რომ ომის დაწყებისას, მას უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებებში შუამავლობა სთხოვეს, მაგრამ მან ეს მაშინდელ პრემიერ-მინისტრ ნაფტალი ბენეტს დაუთმო.
თუმცა, მისი თქმით, ასეთი შესაძლებლობა კვლავ გაჩნდება, თუ ის პრემიერ-მინისტრი გახდება.
ნეთანიაჰუ ისრაელის პრემიერ-მინისტრის პოსტს 12 წლის განმავლობაში იკავებდა.
2021 წლის მარტის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, მან ახალი სამთავრობო კოალიცია ვერ შექმნა.
ახალი სამთავრობო კოალიცია რამდენიმე თვეში დაიშალა. 2022 წლის 30 ივნისს, ქნესეთმა, მხარი დაუჭირა 1 ნოემბერს ახალი არჩევნების დანიშვნას.
საზოგადოებრივი აზრის კვლევებით, ნეთანიაჰუს პარტია "ლიკუდი" პირველ ადგილზე, თუმცა უცნობია, შეძლებენ თუ არა "ლიკუდი" და მისი პარტნიორი პარტიები 61 მანდატის მოპოვებას, რაც მთავრობის დაკომპლექტებისთვის არის საჭირო.