ნიდერლანდები უკრაინას ენერგეტიკული სისტემის აღსადგენად 110 მილიონ ევროს გამოუყოფს

ნიდერლანდები უკრაინას დამატებით 110 მილიონ ევროს გადასცემს ენერგომომარაგების სისტემის აღსადგენად. ამის შესახებ Twitter-ზე 11 ნოემბერს ნიდერლანდების შიდა ვაჭრობისა და თანამშრომლობის განვითარების მინისტრმა ლიშე შრეინმახერმა განაცხადა.

"უკრაინა ემზადება მკაცრი ზამთრისთვის. მისი ენერგომომარაგების სისტემების ნახევარი განადგურებულია. უახლოეს თვეებში უკრაინელებს მძიმე პირობები ელით. ნიდერლანდები დამატებით 110 მილიონ ევროს გამოყოფს (სულ 180 მილიონი ევრო) ენერგომომარაგებისა და საცხოვრებლის ზამთარში დასახმარებლად. ჩვენ უკრაინის გვერდით ვდგავართ", - წერს იგი.

ევროკავშირის ენერგეტიკის კომისარმა კადრი სიმსონმა 11 ნოემბერს განაცხადა, რომ უკრაინის ენერგეტიკული მხარდაჭერის ფონდს ფინანსების პრობლემა არ აქვს, მაგრამ შესაბამისი ტექნიკის მოძიება საკმაოდ რთულია.

"პირველი ტრანსფორმატორები გზაშია იმ ტრანსფორმატორების ჩასანაცვლებლად, რომლებიც რუსულმა რაკეტებმა გაანადგურეს. მუშაობა გრძელდება ალტერნატიული აღჭურვილობის მოსაძიებლად", - თქვა სიმსონმა.

მსგავსი სიახლეები