ნიკოლაი პატრუშევი დელიში ინდოეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა
რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს მდივანი და პუტინის უახლოსი გარემოცვის წევრი, ნიკოლაი პატრუშევი 29 მარტს დელიში ინდოეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა. რუსული მხარის ცნობით, შეხვედრაზე 'საერთო ინტერესები' განიხილეს.
პატრუშევის ვიზიტის შესახებ ინფორმაციას New York Times ავრცელებს.
შეხვედრის შესახებ რუსეთის უსაფთხოების საბჭოს მიერ გავრცელებულ პრეს-რელიზში ნათქვამია, რომ "მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს." პატრუშევი ინდოეთის შანხაის ეკონომიკური თანამშრომლობის კლუბის ფარგლებში იმყოფებოდა.
კონტექსტი
შეხვედრის დეტალებს არცერთი მხარე ავრცელებს, მაგრამ ე.წ. გლობალური სამხრეთის ქვეყნებში პატრუშევის პირველი ვიზიტი არ არის - უკრაინაში შეჭრის მომენტიდან კრემლი ცდილობს მაქსიმალურად მიიმხროს ჩინეთი და ინდოეთი, რომლებიც დიდწილად რუსეთის სამხედრო აგრესიის მიმართ ამ დრომდე ნეიტრალურები რჩებიან. ეს იმის პარალელურად, რომ რუსეთთან ვაჭრობის მოცულობა 24 თებერვლის შემდეგ ორივე სახელმწიფომ მკვეთრად გაზარდა.
უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით ინდოეთმა დაბალანსებული პოზიციის არჩევა სცადა - ერთის მხრივ დელიში რუსეთის გაღიზიანებას ერიდებიან, ხოლო მეორეს მხრივ აგრძელებენ ურთიერთობების გაღრმავებას აშშ-სა და ევროპასთან.
დაახლოებით 2 კვირის წინ ინდოეთის ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა დიპლომატმა ევროპელ კოლეგებს მოუწოდა, მოეძებნათ კონფლიქტის გადაწყვეტის გზები, ვინაიდან მათი თქმით, რუსეთისთვის დაწესებული სანქციები მტკივნეულად აისახება ღარიბი და განვითარებადი ქვეყნების მდგომარეობაზე.
აშშ-სა და ევროკავშირის მიერ რუსულ ენერგომატარაბლებზე დაწესებული ემბარგოს ფონზე, გაიფებული რუსული ნავთობის ძირითადი ბაზარი სწორედ ინდოეთი და ჩინეთი გახდა. მხოლოდ გასული 2022 წლის განმავლობაში ინდოეთის მიერ შეძენილი რუსული ნავთობის რაოდენობა 22-ჯერ გაიზარდა, ხოლო რუსეთის წილი მთლიან იმპორტში 2%-დან 30%-მდე გაიზარდა.
როგორც ჩანს ნავთობი მართლაც იყო მხარეების შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა- პატრუშევთან ერთად დელიში Роснефт-ის დირექტორი, იგორ სეჩინიც იმყოფებოდა.
კომპანიის მიერ გავრცელებულ პრეს-რელიზში ნათქვამია, რომ მხარეებმა ახალი ხელშეკრულება გააფორმეს, რომლის მიხედვითაც რუსეთი კვლავ გაზრდის ინდოეთისთვის მიწოდებული ნავთობის მოცულობას. ხელშეკრულება ინდოეთის ნავთობის კორპორაციასთან გაფორმდა, რომელიც ქვეყნის უმსხვილესი გადამამუშავებელია.
Роснефт-ის ცნობით, კონტრაქტის ხელმოწერას ინდოეთის ენერგეტიკის მინისტრიც ესწრებოდა.