ორბანი სი ძინფინგს შეხვდა და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი განიხილა

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი, რომელიც პეკინში დაუანონსებელი ვიზიტით ჩავიდა, ჩინეთის ლიდერ სი ძინფინგს შეხვდა.

ამის შესახებ CNN წერს.

"ჩინეთი საკვანძო სახელმწიფოა რუსეთ-უკრაინის ომში მშვიდობისთვის. სწორედ ამიტომ ჩამოვედი პრეზიდენტ სისთან შესახვედრად პეკინში, ბუდაპეშტში მისი ოფიციალური ვიზიტიდან სულ რაღაც ორი თვის შემდეგ." - აღნიშნა ორბანმა

საინფორმაციო სააგენტო Xinhua-მ მხოლოდ ორბანის ჩინეთის ლიდერთან შეხვედრის ფაქტი გაავრცელა.

რუსმა პროპაგანდისტებმა განაცხადეს, რომ შეხვედრის დროს ორბანმა თქვა, რომ უნგრეთი უაღრესად აფასებს ჩინეთის "სამშვიდობო" ინიციატივას უკრაინასთან დაკავშირებით.

"უნგრეთის სამეზობლოში კონფლიქტის (რუსეთის ფედერაციის სრულმასშტაბიანი ომი უკრაინის წინააღმდეგ - რედ.) დროს, ჩვენ ასევე დიდად ვაფასებთ თქვენს სამშვიდობო ინიციატივას," - განაცხადა ორბანმა.

CNN აღნიშნავს, რომ ორბანის ვიზიტი პეკინში და მისი შეხვედრები გასულ კვირას რუსეთსა და უკრაინაში მას შემდეგ დაიწყო, რაც უნგრეთი ევროკავშირის როტაციული თავმჯდომარე გახდა.

მსგავსი სიახლეები