ოსტინი: უკრაინა იერიშზე გადასვლას გაზაფხულზე შეძლებს
გერმანიაში უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის მორიგი შეხვედრა დასრულდა. უკრაინისთვის Leopard-ის ტიპის ტანკების გადაცემაზე თანხმობა კვლავ ვერ შედგა.
მიუხედავად ამისა, აშშ-ს თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის თქმით, შეიარაღების ახალი პაკეტი, რომელსაც უკრაინა მიიღებს მისცემს ქვეყანას საშუალებას ტაქტიკურ და ოპერატიულ დონეზე წარმატებული იერიში წამოიწყოს.
"უკრაინის შეიარაღებულ ძალებს კონტრიერიშზე გადასვლა გაზაფხულზე შეეძლებათ. მანამდე მოკავშირეებს აქვთ შესაძლებლობების ფანჯარა რათა უკრაინას ტანკები და სხვა ტიპის შეიარაღება გადასცენ",- განაცხადა ლოიდ ოსტინმა.
აშშ-ს თავდაცვის მინისტრმა ხაზი გაუსვა საჰაერო თავდაცვის ახალ სისტემებს, რომელსაც უკრაინა მიიღებს და რომელიც დაეხმარება "ბევრი სიცოცხლის გადარჩენაში".
ლოიდ ოსტინმა ხაზი გაუსვა დიდი ბრიტანეთის მიერ უკრაინისთვის Challenger 2-ის ტიპის გადაცემას და მოკავშირეებს მადლობა გადაუხადა.