ფლორიდაში ტრანსგენდერებს ქალების ტურნირებში მონაწილეობა აეკრძალებათ

ფლორიდის რესპუბლიკელმა გუბერნატორმა რონ დესანტისმა ხელი მოაწერა კანონს, რომლითაც ტრანსგენდერ ქალებს საჯარო სკოლებში ქალთა ტურნირებში მონაწილეობა აეკრძალებათ.

“ფლორიდაში გოგონები ითამაშებენ გოგონებთან ერთად და ბიჭები, ბიჭებთან”, - თქვა გუბერნატორმა რონ დესანტისმა და ჯექსონვილის ქრისტიანულ აკადემიაში კანონს ხელი მოაწერა.

LGBTQ აქტივისტები კანონის უზენაეს სასამართლოში გასაჩივრებას აპირებენ.

აქამდე მსგავსი კანონები მიიღეს რესპუბლიკელების კონტროლქვეშ მყოფმა შტატებმა: ალაბამა, არკანზასი, მისისიპი, მონტანა, ტენესი და დასავლეთ ვირჯინია.

ხელმოწერისას დესანტისს თან რამდენიმე ახალგაზრდა ქალი სპორტსმენი ახლდა. მან თქვა, რომ კანონი ქალების სპორტში სამართლიანობას უზრუნველყოფს.

“როცა საქმე სპორტს ეხება, ჩვენ ვიმოქმედებთ ბიოლოგიაზე და არა იდეოლოგიაზე დაყრდნობით”, - აღნიშნა მან.

კანონი მკაცრად გააკრიტიკეს დემოკრატებმა. მათ ფლორიდის გუბერნატორი დისკრიმინაციაში და რესპუბლიკური პარტიის მხარდამჭერების წინასაარჩევნოდ მობილიზების მცდელობაში დაადანაშაულეს.

მსგავსი სიახლეები