პაკისტანის პარლამენტმა პრემიერად შაჰბაზ შარიფი აირჩია
პაკისტანის პარლამენტმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ოპოზიციონერი დეპუტატი შაჰბაზ შარიფი აირჩია.
ახლადარჩეული პრემიერი ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ნავაზ შარიფის ძმაა, რომელიც პაკისტანს ჯამში ცხრა წლის განმავლობაში მართავდა.
შარიფს ხმა ეროვნული ასამბლეის 342 წევრიდან 174-მა დეპუტატმა მისცა ხმა.
იმრან ხანის, უკვე ყოფილი პრემიერის, პარტიის თეჰრიქ-ე-ინსაფის წევრები პროტესტის ნიშნად კენჭისყრას არ დაესწრნენ.
ხანმა ძალაუფლება 10 აპრილს დაკარგა, როცა პაკისტანის პარლამენტმა მას უნდობლობა გამოუცხადა.
კვირა საღამოს გადაყენებული პრემიერის მხარდასაჭერად ისლამაბადის ქუჩებში ასობით ათასი დემონსტრანტი გამოვიდა.
ხანი საკუთარი დაღმასვლის მიზეზად „დასავლეთის ჩარევას“ ასახელებს.
კრიკეტის ვარსკლავი და კონსერვატიული ისლამის მიმდევარი პოლიტიკოსი აცხადებს, რომ ვაშინგტონმა მისი „ჩამოგდება“ ხანის დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკის გამო განიზრახა.
ბოლო წლებში აშშ-ს ტრადიციული მოკავშირე პაკისტანი განსაკუთრებით დაუახლოვდა ჩინეთს და რუსეთს.
24 თებერვალს, როცა რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო, იმრან ხანი მოსკოვში ვიზიტით იმყოფებოდა.
შაჰბაზ შარიფის დასაყრდენი ახლა მყიფე ოპოზიციური კოალიციაა. კოალიციაში შედის შარიფის პარტია პაკისტანის მუსლიმური ლიგა და პაკისტანის სახალხო პარტია, რომელსაც მოკლული პრემიერის, ბენაზირ ბჰუტოს მეუღლე და შვილი თავმჯდომარეობენ.
ამჟამინდელი პრემიერი მანამდე პაკისტანის ყველაზე მსხვილ პროვინციას, პუნჯაბის მთავარი მინისტრის თანამდებობას სამჯერ იკავებდა.