პარიზის ტერაქტების ეჭვმიტანილი: ბოდიშს ვუხდი ყველა მსხვერპლს და პატიებს ვთხოვ

2015 წლის ნოემბერში, საფრანგეთის დედაქალაქში განხორციელებული ტერაქტების ერთადერთმა გადარჩენილმა ეჭვმიტანილმა სალაჰ აბდესლამა დაღუპულებს და დაშავებულებს ბოდიში მოუხდა და მათგან პატიება ითხოვა.

"ბოდიშს ვუხდი და პატიებას ვთხოვ ყველა მსხვერპლს... ვიცი, რომ ზიზღი არსებობს, მაგრამ გთხოვთ, რომ მაპატიოთ და ნაკლებად გძულდეთ" - განაცხადა აბდესლამა, სასამართლო სხდომაზე. 

პარიზის ტერაქტების ყველა ავტორი, უშუალოდ თავდასხმის დროს ან მას შემდეგ მოკვდა, გარდა სალაჰ აბდესლამისა, რომელიც ჯიჰადისტური ჯგუფის წევრი იყო, მაგრამ, როგორც თავად ამბობს, ხალხის დახოცვა "ბოლო წუთს" გადაიფიქრა. 

"ჩემი დავალება იყო, რომ 18-ე უბანში არსებულ ერთ-ერთ კაფეში, ადგილზე მყოფი ხალხი მომეკლა, რისთვისაც იქ მივედი, ყავა შევუკვეთე და დავჯექი, თუმცა როდესაც ხალხს გადავხედე, ვთქვი, რომ ამას არ გავაკეთებდი" 

ეჭვმიტანილის განცხადებით, მას თავდასხმა ასაფეთქებელი საშუალებით უნდა განეხორციელებინა, რაც მისი ძმისგან განსხვავებით, თავად არ გააკეთა. 

სალაჰის ძმამ, ბრაჰიმ აბდესლამა ხალხს ჯერ "კალაშნიკოვი" ისროლა, ხოლო შემდგომ თავი აიფეთქა. 

კიდევ ერთი დეტალი, რომელიც სალაჰ აბდესლამმა სასამართლოზე განაცხადა, უკავშირდებოდა მის გაკვირვებას, რადგანაც მოლოდინი ჰქონდა, რომ სირიაში გაუშვებდნენ, თუმცა სანაცვლოდ, ტერაქტის მოწყობა პარიზში დაავალეს. 

მოსმენის დროს, ეჭვმიტანილმა პარიზის ნოემბრის ტერაქტები არაერთგზის დაგმო. მან ასევე განაცხადა, რომ იგი თავის ქმედებებს არ ნანობს, რადგანაც არავინ მოუკლავს და თავიც არ აუფეთქებია. 

"მე ვიცი, რომ ჩემი ბოდიში არაფერს უშველის, მაგრამ თუკი ერთი დაზარალებულისთვისაც შემიძლია რაიმე კარგის გაკეთება, ეს ჩემთვის უკვე გამარჯვება იქნება"- თქვა სალაჰ აბდესალმი 

2015 წლის 13 ნოემბერს პარიზში ტერაქტები სხვადასხვა ადგილზე მოხდა და ჯამში 130 ადამიანი გარდაიცვალა. 

 

 

 

მსგავსი სიახლეები