პენტაგონი: თუ ჩვენ უკრაინას ვერ დავეხმარებით, ეს ჩინეთს აგრესიულობისკენ წაახალისებს

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა განაცხადა, რომ უკრაინისადმი ამერიკული მხარდაჭერის შესუსტებამ შეიძლება საშიში სიგნალი გაუგზავნოს არა მხოლოდ რუსეთს, არამედ ჩინეთს.

ამის შესახებ პენტაგონის სპიკერის მოადგილე საბრინა სინგიმ ბრიფინგზე განაცხადა.

"ჩინეთი უყურებს, როგორ ვუჭერთ მხარს უკრაინას რუსული აგრესიის პირობებში. თუ ჩვენ დახმარების გაგრძელებას ვერ შევძლებთ, ეს წაახალისებს ჩინეთს, განახორციელოს კიდევ უფრო პროვოკაციული ქმედებები ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში," - აღნიშნა პენტაგონის წარმომადგენელმა.

მისი თქმით, თუ შეერთებული შტატები შეწყვეტს უკრაინის მხარდაჭერას, შედეგები მკაფიოდ უნდა გვესმოდეს.

"პუტინის სურვილი გააკონტროლოს უკრაინა არ შეჩერდება. თუ პუტინი თავს დაესხმება ალიანსის მოკავშირეს, ჩვენ აღმოვჩნდებით პირდაპირ კონფლიქტში (რუსეთის ფედერაციასთან), რადგან ჩვენ მზად ვართ დავიცვათ ნატოს ყველა სანტიმეტრი," - განაცხადა სინგმა.

მან აღნიშნა, რომ შეერთებულ შტატებს შეუძლია პასუხისმგებლობით იმოქმედოს და უკრაინას დაეხმაროს, ან მოგვიანებით ბევრად დიდი საფასური გადაიხადოს.

კონტექსტი

არალეგალური მიგრაცია 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მთავარი საკითხია.

მიგრანტების შემოდინების გამო მზარდი საზოგადოებრიცი პროტესტის ფონზე, პრეზიდენტმა ბაიდენმა იანვარში პირობა დადო, რომ "ახლავე ჩაკეტავს საზღვარს" და სწრაფად გამოასწორებს ვითარებას, თუ კონგრესი კანონპროექტს დაამტკიცებს.

მას შემდეგ, რაც ბაიდენი პრეზიდენტი გახდა, 6.3 მილიონზე მეტი მიგრანტი დააკავეს, რომლებიც უკანონოდ შევიდნენ შეერთებულ შტატებში.

მათგან დაახლოებით 2.4 მილიონს შეუშვეს შეერთებულ შტატებში, სადაც უმრავლესობა საიმიგრაციო სასამართლოს ელოდება, რომლებშიც მათ შეეძლებათ თავშესაფრის მოთხოვნის მოთხოვნა. სისტემა იმდენად გადატვირთულია, რომ ამას შეიძლება წლები დასჭირდეს.

იანვარში CBS-ის მიერ ჩატარებული კვლევით, ამერიკელთა თითქმის ნახევარი საზღვარზე არსებულ ვითარებას კრიზისად მიიჩნევს, 63% ამბობს, რომ ადმინისტრაციამ "მკაცრი" პოლიტიკა უნდა გაატაროს.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა მაიკ ჯონსონმა განაცხადა, რომ მომავალ კვირას ისრაელისთვის სამხედრო დახმარების საკითხი ქვედა პალატაში ცალკე განიხილება.

აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ არ უჭერს მხარს ისრაელის მხარდაჭერის კანონპროექტს, უკრაინის დახმარების დამტკიცების გარეშე.

მსგავსი სიახლეები