Pew: მსოფლიოში მუსლიმების ხვედრითი წილი გაიზარდა, ხოლო ქრისტიანების შემცირდა

ქრისტიანობა კვლავ მსოფლიოს ყველაზე მრავალრიცხოვანი რელიგიაა, თუმცა ხვედრითი წილი ბოლო ათი წლის განმავლობაში შემცირდა, ამავე პერიოდში გაიზარდა მუსლიმების და არააფილირებული ადამიანების რიცხვი. 

State Of Play: ამის შესახებ 9 ივნისს Pew research-ის მიერ ჩატარებული კვლევაშია - ავტორებმა 2010-2020 წლის პერიოდში ჩატარებული კვლევები შეისწავლეს. 

  • კვლევის მონაცემებით, აღნიშნულ პერიოდში ქრისტიანების რიცხვი (ყველა დენომინაციის ჩათვლით) 2.3 მილიარდამდე გაიზარდა, თუმცა ხვედრითი წილი გლობალურ მოსახლეობაში 1.8%-ით 28.8%-მდე შემცირდა.

  • ქრისტიანების ხვედრითი წილის შემცირებას სპეციალისტები იმ ადამიანების რიცხვის ზრდით ხსნიან, რომლებიც თავს არცერთ რელიგიასთან არ მიაკუთვნებენ - ე.წ. არააფელირებულთა დიდი ნაწილი სწორედ "ყოფილ" ქრისტიანებზე მოდის. 

  • საპირისპიროდ, გაიზარდა მუსლიმების რიცხვი და ხვედრითი წილი მსოფლიოს მოსახლეობაში 25.6% შეადგინა. 

Big Picture: ასეთ დასკვნამდე ავტორები 2700 კვლევის ანალიზის შედეგად მივიდნენ - ერთ-ერთი მთავარი მიგნება ის არის, რომ ისლამი მსოფლიოს ყველაზე სწრაფად მზარდი რელიგიაა. 

  • "გასაოცარია, რომ 10-წლიან პერიოდში ასეთ დრამატული ცვლიბები მოხდა. ამ პერიოდში მუსლიმების და ქრისტიანების ჯამური რაოდენობა ერთმანეთს დაუახლოვდა"- ამბობს ერთ-ერთი ავტორი, კონრად ჰეკეტი. 

  • კვლევა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ 2010-2020 წლებში მუსლიმების რიცხვი განსაკუთრებით ახალგაზრდებში გაიზარდა, ამგვარად მუსლიმების მედიანური ასაკი 24 წელია, ქრისტიანების კი 33.

  • მაღალი შობადობის ფონზე, მუსლიმებში ნაკლებია "რელიგიიდან გასულთა" რიცხვიც. 

Break It down: საყურადღებოა, რომ მსოფლიოს ყველაზე მრავალრიცხოვანი ქრისტიანული რეგიონი სუბ-საჰარული აფრიკაა, აქამდე ასეთ რეგიონი ევროპა იყო

  • "ეს არის სუბ-საჰარულ აფრიკაში მაღალი შობადობის ზრდისა და ევროპაში შობადობის კლებისა და მოსახლეობის დაბარების კომბინაციის შედეგი"- ამბობს ჰეკეტი. 

  • კვლევის მიხედვით მსოფლიოს მოსახლეობის 24%-მდე გაიზარდა იმ მოქალაქეების რაოდენობა, რომლებიც თავს არცერთ რელიგიას არ მიაკუთვნებენ - 2010 წელს მათი ხვედრითი წილი 23.3%-ს შეადგენდა. 

  • ავტორების ცნობით, "არააფელირებულ" ადამიანთან რიცხვი უმთავრესად ქრისტიანობიდან გამოსული ადამიანების ხარჯზე იზრდება. 

  • ყველაზე დიდი ასეთი ჯგუფი ჩინეთში ცხოვრებს ქვეყნის 1.4 მილიარდი მოქალაქიდან არცერთ რელიგიას არ მიაკუთვნებს 1.3 მილიარდი. შეერთებულ შტატებში ასეთი ადამიანების რაოდენობა 100 მილიონს აღემატება, ხოლო იაპონიაში 73 მილიონს. 

  • კიდევ ერთი ჯგუფი, რომელთა ხვედრითი წილიც გასულ დეკადაში შემცირდა ბუდისტები არიან - მათი რიცხვი 343 მილიონიდან (2010) წელი, 324 მილიონამდე შემცირდა (2020 წელი) 

  • უცვლელი დარჩა იუდეველებისა და ჰინდუიზმის მიმდევართა ხვედრითი წილი. 

Context: კვლევის ავტორები მიუთითებენ, რომ გავრცელებული შეხედულების მიუხედავად, რომ სახეზეა რელიგიურობის პოპულარობის ზრდა მსოფლიოს არაერთ კუთხეში საპირისპირო სურათს ვხედავთ. 

  • ამასთანავე ავტორები ყურადღებას ამახვილებენ ახალი რელიგიური, კვაზი-რელიგიური თუ სპირიტიალური იდენტობების აღმასვლაზე, რაც ართულებს კატეგორიზებს და უფრო დეტალურ კვლევას საჭიროებს. 

  • Pew Research-ში ვარაუდობენ, რომ ტრენდის შენარჩუნების შემთხვევაში მომდევნო წლებში ისლამი მსოფლიოს ყველაზე მრავალრიცხოვანი რელიგია გახდება. 

მსგავსი სიახლეები